“სუს-ი აგრძელებს თემირლან მაჩალიკაშვილის დისკრედიტაციას” – ადვოკატები

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს თემირლან მაჩალიკაშვილის დისკრედიტაციას.

ორგანიზაცია მოუწოდებს სუს-ს დაიცვას უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი.

საქმე ეხება ირაკლი ჩიმაკაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს მაჩალიკაშვილის სახელზე ფიქსირებულ ფულად გზავნილებსა თუ სატელეფონო ზარზე, რომელიც განხორციელდა ჩატაევის მიერ მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებულ ნომერზე.

„ინფორმაცია, რომელსაც აწვდიან საზოგადოებას, თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატები დიდი ხანია ვითხოვთ, სისხლის სამართლის მასალების გაცნობას, დაშვებას ამ მასალებზე, თუმცა სუსი და პროკურატურა არ გვაძლევს ამ შესაძლებლობას.

სუს-მა კიდევ ერთხელ დაარღვია თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფცია ინტერვიუში მითითებული არცერთი ინფორმაცია დამოუკიდებლად არ ადასტურებს თემირლან მაჩალიკაშვილის რაიმე ქმედებას,“-აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი ქეთი ჩუთლაშვილი.

banner
წინა სტატიაში“არანაირი ყვითელი ბარათი არ უჩვენებიათ, “-ზალკალიანი ევროპარლამენტის კომიტეტის სხდომას აფასებს
შემდეგი სტატია“ყალბი პირადობების” საქმე – დაკითხვები დღესაც გაგრძელდება