ყაჩაღობა გურიაში – ოზურგეთის რაიონის სოფელ ნაგომარში 4 ნიღბიანი პირი ცოლ-ქმარს თავს დაესხა. ადგილობრივების განცხადებით, თავდამსხმელებმა ცოლ-ქმარი სასტიკად აწამეს. ისინი ფულს ითხოვდნენ.
მათივე თქმით, მამაკაცს 12 ჭრილობა აქვს მიყენებული, სასტიკად არის ნაცემი ქალიც.
ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ჩოხატაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით არის აღძრული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.