“თაიმერის” საპარლამენტო წინასაარჩევნო გამოკითხვა

“თაიმერის” საპარლამენტო წინასაარჩევნო გამოკითხვა დასრულდა. შეკითხვას “რომელ პარტიას უჭერთ მხარს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში” სულ 2038-მა რესპოდენტმა უპასუხა. გამოკითხვა მიმდინარეობდა 3 ოქტომბრიდან 5 ოქტომბრის 15:00 საათის ჩათვლით.

რადგანაც IP მისამრთების ამოცნობა რეგიონების მიხედვით საქართველოში შეუძლებელია, პროცენტები დასახელებისას გამოვიყენებთ ზოგად სიტყვას “რეგიონი” – დაბლა დასახელებული ქალაქების გარდა IP მისამრთი Whois IP ამოიცნობა როგორც “Georgia”.

პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” პროცენტალურად ყველაზე მეტი მხარდამჭერი თბილისში ყავს – 50%, რეგიონებში 40%, საზღვარგარეთ 5% (ქვეყნების რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზე არიან – 24 ქვეყანა). ენმ-ს ქალაქებში ბათუმი, ქუთაისი, სამტრედია, ბათუმი 5% აქვს.

პარტია “ქართულ ოცნებას” პროცენტალურად ყველაზე მეტი მხარდაჭერი რეგიონებში ყავს – 55%, თბილისში – 40%, საზღვარგარეთ (15 ქვეყანა) – 2%, ქუთაისში, ყვარელსა და წყალტუბოში – 3%.

“რესპუბლიკული პარტია” – თბილისში – 50%, რეგიონები – 50%. საზღვარგარეთ დაბალი მხარდაჭერა (2 ქვეყანა).

“თავისუფალი დემოკრატები” – ყველაზე მეტი მხარდაჭერი რეგიონებში ყავს – 60%, თბილისში – 40%. საზღვარგარეთ დაბალი მხარდაჭერა (3 ქვეყანა).

“პატრიოტთა ალიანსი” – რეგიონები – 65%, თბილისი – 32 %, საზღვარგარეთ – 3% (5 ქვეყანა).

დანარჩენი პარტიებს დაბალი სტატისტიკური მაჩვენებელი აქვს.

გამოკითხვა პირველ დღეს, 3 ოქტომბერს სტაბილურად მიმდინარეობდა. ოთხ ოქტომბერს 12:48-დან 14:57 საათამდე ხმიც მიცემა აქტიურდება, “ოცნებამ” 94 ხმა მიიღო. “ნაციონალებმა” მხოლოდ მინიმუმამდე შეძლეს სხვაობის შემცირება – “ოცნება” 3%-ით ისევ ლიდერობდა.

საინტერესოა ამომრჩეველზე ნეგატიური მოვლენის ზემოქმედება. გივი თარგამაძის აფეთქების მცდელობამ, ეტყობა ცუდად იმ ამომრჩევლებზე, რომელტაც გადაწყვეტილი არ ჰქონდათ, თუ ვის მისცემდნენ ხმას ან გამოკითხვაში მონაწილეობაზე თავს იკავებდნენ და აქტიურად დაიწყეს” ნაციონალური მოძრაობისთვის” მხარდაჭერა, დღის ბოლოსთვის ენმ 3%-ით ლიდეორბადა.

რაც შეეხება ფალსიფიცირების მცდელობას. აქ ლიდერობს “ოცნება”, ეტყობა ტექნიკური საშულებების გამოყენების მეტი შესაძლებლობა გააჩნია. “ოცნების” გადამოწმებულ ხმებიდან IP მისამრთის დადგენის გარეშე 8 ხმაა. “ნაციონალებიდან” 1 (სავარაუდოდ).

სტაბილური ხმის მიცემა ქონდა დანარჩენ ყველა პარტიას, ყოველგავრი ექსცესების გარეშე.

ხმის მიცემის ქრონოლოგია შეგიძლიათ ნახოთ მიმაგრებულ ფოტოგალერეაში. პროცესი კონტროლდებოდა “გუგლ ანალიტიკის” მეშვეობით. შემდგომ ხმები გადამოწმდა IP მისამრთების მეშვეობით.

აქვე აღსანიშნავია წინა გამოკითხვა: “მიიღებთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას?”, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 2 519 რესპნდენტმა, სადაც ხმის მიცემა არ აქვს გადაწყვეტილი მხოლოდ ამომრჩეველთა 5%. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პროცენტალური შედეგი დიდად არ შეიცვლება.

ჩვენი კვლევების მიხედვით, ხმების რაოდენობის მცირე უპირატესობით საპარლამენტო არჩევნებს “ოცნება” მოიგებს, მეორე ადგილზე “ნაციონალური მოძრაობა” გავა.
ასევე, პარლამენტში მოხვედრის დიდი შანსი აქვს რესპუბლიკურ პარტიას, ალასანია “დემოკრატებს” და პატრიოტთა ალიანს.

[poll id=”13″]

banner
წინა სტატიაშიყაჩაღობა გურიაში-თავდამსხმელებმა ცოლ-ქმარი სასტიკად აწამეს
შემდეგი სტატიაალექსანდრე ჯეჯელავა: “მკაცრად დაისჯება ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სკოლის რესურსს გამოიყენებს პოლიტიკურ პროცესებში”