მიხეილ სააკაშვილი შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციას მიმართავს

ვინ დაგეგმა მიხეილ სააკაშვილის აფეთქება?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციას მიმართავს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„მინდა მივმართო სახელმწიფო აპარატის თითოეულ თანამშრომელს, რომ მათ არაფერი ემუქრებათ. ძალიან ვამაყობ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტებით. თუ საქართველომ ბოლო ოც წელში გაძლო, ეს არის თქვენი დამსახურება. ასევე, მინდა მივმართო საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს და პოლიციელებს – ძალიან ვამაყობ თითოეული თქვენგანით და თქვენ უნდა გააგრძელოთ ქართული სახელმწიფოს სამსახური, ქართველი ხალხის გვერდში დგომა“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

ყოფილმა პრეზიდენტმა დღევანდელ მთავრობასაც მიმართა და მოუწოდა, ნურაფრის შეეშინდებათ.

„მინდა ვუთხრა დღევანდელ მთავრობას და ხვალინდელ პოლიტიკურ ოპოზიციას, თქვენც ნურაფრის შეგეშინდებათ. ჩვენი ამოცანა არ არის წარსულში გახედვა, ვიღაცის დევნა. ჩვენი პასუხი თქვენზე იქნება სწრაფი განვითარება და აღმშენებლობა“, – განაცხადა ექსპრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი : ეს იყო გამოწვევა, რომელზეც იქნება ადეკვატური პასუხი
შემდეგი სტატიაყაჩაღობა გურიაში-თავდამსხმელებმა ცოლ-ქმარი სასტიკად აწამეს