ყაჩაღობა დიღომში-მარი მარკეტთან პოლიციაა მობილიზებული

დიღმის მასივში მარი მარკეტი დააყაჩაღეს. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლით მიმდინარეობს რაც ყაჩაღობას გულისხმობს

უწყების ცნობით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია. უცნობია შეძლეს თუ არა თავდამსხმელებმა თანხის წაღება.

banner
წინა სტატიაშიმთავრობამ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
შემდეგი სტატიაახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა სავარაუდოდ, 18 ნოემბერს გაიმართება