ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა სავარაუდოდ, 18 ნოემბერს გაიმართება

ახალი, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 18 ნოემბერს გაიმართება.

მანამდე კი, კანონმდებლობის შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისია 2016 წლის საპარლამენტო არცევნების შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს, საკანონმდებლო ორგანოს პირველ სხდომას კი, საქართველოს პრეზიდენტი დანიშნავს.

ახალი მოწვევის პარლამენტს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

პირველივე სხდომაზე აირჩევენ საქართველოს პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს, რომელიც ირაკლი კობახიძე იქნება, ასევე გადანაწილდება სხვა საპარლამენტო თანამდებობიც.

ამასთან, პირველივე საკითხი, რომელზეც პარლამენტი გადაწყვეტილებას მიიღებს, იქნება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისთვის სადეპუტატო უფლება-მოსილების შეწყვეტა. ამის შემდეგ დაიწყება ახალი მთვარობის ფორმირებაზე მუშაობა.

banner
წინა სტატიაშიყაჩაღობა დიღომში-მარი მარკეტთან პოლიციაა მობილიზებული
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს დღეს გამოემშვიდობება