კენიაში მაიმუნმა მთელი ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე დატოვა

კენიაში მაიმუნმა მთელი ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე დატოვა

16კენიაში მაიმუნმა მთელი ქვეყანა დენის გარეშე დატოვა – Reuters-ი წერს. როგორც კენიის ენერგომიმწოდებლის პრეს-რელიზიდან ჩანს, ოთხფეხა ჰიდროელექტროსადგურ “გრატუს” შენობის თავზე აძვრა, სადაც თავი ვერ შეიკავა და დაეცა ტრანსფორმატორზე, რამაც გათიშვა გამოიწვია. “შედეგად ჰესის მანქანების გადატვირთვა მოხდა, სადგურმა დაკარგა 180 მეგავატი, რამაც მთელი კენიის გათიშვა გამოიწვია” – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთანავე, ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ სადგური გარეული ცხოველებისაგან დაცული არიან კედლით, რომელზც დენი გადის. როგორ შეძლო მაიმუნმა სადგურის ტერიტორიაზე შემოსვლა, დაუდგენელია.

მაიმუნი ცოცხალი გადარჩა. ის Kenya Wildlife Service-ის ზოოდამცველებმა წაიყვანეს.

banner
წინა სტატიაში(video) “ჩვენ არ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო“ – იური მეჩითოვის სკანდალური განცხადება
შემდეგი სტატიაკიევში გეი-აღლუმის მონაწილეებს სამარათონო ტანსაცმელი შესთავაზეს