კეკელიძე: ზაზა გახელაძის შვილებს დათა პაპას სახელობის სტიპენდიას დავუნიშნავთ

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის შვილებს დათა პაპას სტიპენდია დაენიშნებათ.

“კარგი ამბავი: ოკუპაციური რეჟიმის პატიმრის, ზაზა გახელაძის შვილებს – მარიამ გახელაძეს (მესამე კლასი) და ანანო გახელაძეს (მეექვსე კლასი) – ქვემო ჭალის სკოლის მოსწავლეებს – დღეიდან დათა პაპას სახელობის სტიპენდიას დავუნიშნავთ”, – წერს კეკელიძე.

დათა პაპას სახელობის სტიპენდია გურული დღიურების ფონდის ფაგლებშია დაწესებული და გიორგი კეკელიძის თქმით, ის პერიოდულად ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსწავლეებს პერიოდულად ენიშნებათ.

11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე, 33 წლის ზაზა გახელაძე დააკავეს. უკანონო დაკავებისას გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და ამის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ ვაშაკიძე: „ექვსეულის პლატფორმა” რეგიონიდან დასავლეთის განსადევნად არის გათვლილი
შემდეგი სტატიაჰოლანდიური სატვირთო გემის ეკიპაჟის გადარჩენის დრამატული კადრები ნორვეგიიდან (ვიდეო)