ჰოლანდიური სატვირთო გემის ეკიპაჟის გადარჩენის დრამატული კადრები ნორვეგიიდან (ვიდეო)

ჰოლანდიური გემის გადარჩენა კადრები

ჰოლანდიურმა სატვირთო გემმა Eemslift Hendrika ნორვეგიის ტერიტორიალურ წყლებში მართვა დაკარგა. ვიდეოში, რომელიც გავრცელდა, ნაჩვენებია გემის 12 კაციანი ეკიპაჟის გადარჩენის დრამატული ოპერაცია. შემთხვევა ჩრდილოეთის ზღვაში მოხდა. სამაშველო ოპერაციისას გემის ეკიპაჟის სრულად გადარჩენა მოხერხდა.

ვიდეო ნორვეგიის სამაშველო ცენტრმა გამოაქვეყნა. კადრებში კარგად ჩანს ეკიპაჟის რამდენიმე წევრი როგორ გადახდა ზღვაში და როგორ გადაარჩინეს ისინი.
გემი ახლა ნორვეგიის სანაპიროდან 74 კმ-ია. მისი ტვირთი შეადგენს 350 ტონა მძიმე ნავთობს და 50 ტონა დიზელის საწვავს.

 

banner
წინა სტატიაშიკეკელიძე: ზაზა გახელაძის შვილებს დათა პაპას სახელობის სტიპენდიას დავუნიშნავთ
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: მეცინება ადამიანებზე, ვისაც აქვთ ამბიცია, ქვეყნის ეკონომიკა 5-10 წლით დაგეგმონ