“კავკასიონზე, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემზე პრობლემა უკვე მოგვარებულია”

კალაძის აზრით, გაზსადენის აფეთქებაზე არეშიძის განცხადებით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ამ დროისთვის დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის გარეშე 80 აბონენტია დარჩენილი.

როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრმა აღნიშნა, გარკვეული პრობლემები იყო მაღალი ძაბვის გადამცემთან დაკავშირებით, თუმცა დღეს ეს პრობლემაც მოგვარებულია.

“დიდთოვლობის გამო გარკვეული პრობლემები ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყო. რამდენიმე დღის განმავლობაში, ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით ხარვეზები გვქონდა. ეს იყო აჭარის რეგიონი, გურია, იმერეთი, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი. სტიქიის შედეგები მაღალ ძაბვაზე უკვე ლიკვიდირებულია. ბოლო ინფორმაციით, ელექტროენერგიის გარეშე 80 აბონენტია დარჩენილი, ეს არის ცაგერის რაიონში არსებული სოფლები, სადაც ასევე გარკვეული პრობლემებია გზებთან დაკავშირებით. დიდთოვლობამ გზა ფაქტიურად წაიღო, დღესაც შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. როგორც კი სოფელში შესვლა შესაძლებელი გახდება, ჩვენ აბონენტებს გავანულებთ. ამბროლაურში ელექტროენერგიის გარეშე 12 აბონენტია დარჩენილი. ამ მომენტისთვის სხვა პრობლემები არ არის. გვქონდა გარკვეული შეფერხებები მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემზე, კავკასიონზე, საიდანაც ელექტროენერგია შემოგვაქვს რუსეთიდან. ეს პრობლემაც დღეს უკვე მოგვარებულია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო “ენერგო პრო ჯორჯიას” ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ დღეების განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდა და ყველაფერს აკეთებდა იმ პრობლემების მოსაგვარეგლად, რომელიც ხელს უშლიდა აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას. დღეს ეს პრობლემა მოხსნილია”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში“ეს პერიოდი საკმაოდ რთული იქნება გამომდინარე კლიმატური პირობებიდან”
შემდეგი სტატია„ზალკალიანთან დაკავშირებით, პრემიერი გადაწყვეტილებას ჩემი წარდგინების საფუძველზე მიიღებს“