“ეს პერიოდი საკმაოდ რთული იქნება გამომდინარე კლიმატური პირობებიდან”

მომავალი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახდება

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დიდთოვლობის პრობლემები თითქმის აღმოფხვრილია, მთავრობამ ყურადღება არ უდნა მოადუნოს.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებს სთხოვა, როგორც ახალი წლის დღეებში იყვნენ ჩართულნი პრობლემების აღმოფხვრაში, ასევე გააგრძელონ.

“დიდი თხოვნა მექნება, ვიცი, რომ ახალი წლის დღეებში, ყველა თქვენგანი პირადად იყო დღე და ღამე ჩართული ამ პრობლემების აღმოფხვრაში. ასევე გავაგრძელოთ, რადგან ეს პერიოდი საკმაოდ რთული იქნება გამომდინარე კლიმატური პირობებიდან. წვიმაც არ არის ნაკლები პრობლემა ყინვების შემთხვევაში, ამიტომ ამ რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა და რეგულარული ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს”, – აღნიშნა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

თავის მხრივ, ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი ინფორმაცია იდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებ-გვერდზე 15 წუთის შემდეგ და მედიასაც ოპერატიულად მიეწოდება.

banner
წინა სტატიაშინოდარ ჯავახიშვილი საახალწლოდ გზებზე შექმნილი პრობლემების გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის
შემდეგი სტატია“კავკასიონზე, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემზე პრობლემა უკვე მოგვარებულია”