კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 1116 ბავშვი გახდება

კვირაცხოვლობას, დღეს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 1116 ბავშვი გახდება.  როგორც  საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრიდან “ძლევაი” განაცხადეს, სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 43-ე საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატრიარქის ნათლული კიდევ 1116 ბავშვი გახდება. პატარებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა და სააღდგომო ეპისტოლე გადაეცემათ.

ნათლობის დასრულების შემდეგ, 20:00 საათისთვის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II მიბრძანდება, ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.

დღეისთვის უწმინდესს 27 310 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. 22-ე ნათლობა სამების ტაძარში ნათლისღების დღესასწაულზე შედგა.

ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

banner
წინა სტატიაშისირიაში სამი ესპანელი ჟურნალისტი გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაკახეთში მსოფლიო რბენა წელს მესამედ იმართება