კათოლიკე მღვდელი ბავშვთა პორნოგრაფიის გამო ციხეში ჩასვეს

იტალიელ მღვდელსა და ყოფილ დიპლომატს კარლო ალბერტო კაპელას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ბავშვთა პორნოგრაციის შენახვისთვის. მან ბრალი აღიარა. კაპელამ ვატკანის სასამართლოში განაცხადა, რომ მას პირად ცხოვრებაში კრიზისი ჰქონდა ვაშინგტონში ვატიკანის საელჩოში მუშაობისას.
2017 წელს აშშ-ს სახემწიფო დეპარტამენტმა ვატიკანს აცნობა, რომ დიპლომატიური მისიის ერთ-ერთ წევრს ბავშვთა პორნოგრაფია აქვს. რამდენიმე დღეში ამერიკის მთავრობამ ვატიკანს სთხოვა კაპელასგან დიპლომატიური ხელშეუხებლობის მოხსნა. ამის ნაცვლად ვატიკანმა ის რომში გაიწვია.

სასამართლოზე ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ მღვდლის ელექტრონული მოწყობილობების შემოწმებისას 40-ზე მეტი აკრძალული ფოტო იპოვეს, ასევე, სექსუალური ხასიათის ვიდეო, რომელშიც ბავშვი მონაწილეობს. კაპელოს რომში გაწვევის შემდეგ კანადის ქალაქ ვინძორის პოლიციამ მის დაკავებაზე ორდერი გასცა ადგილობრივ ეკლესიაში სტუმრობის დროს ინტერნეტში ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელების გამო.

banner
წინა სტატიაშიასადის თქმით, სირიაში მიმდინარე ომი სამოქალაქო არ არის
შემდეგი სტატია“კონფლიქტი მიდიოდა სარალიძესა და გ.ჯ.-ს შორის”