ასადის თქმით, სირიაში მიმდინარე ომი სამოქალაქო არ არის

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა განაცხადა, რომ სირიაში მიმდინარე ომი სამოქალაქო არ არის. “სამოქალაქო ომი დაფუძნებულია კონფესიათა შორის, ეთნიკურ, რელიგიურ და სხვა კონფლიქტებზე. ჩვენ მსგავსი რამ არ გვაქვს. თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ სადაც გნებავთ, კერძოდ კი, მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, სადაც ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა ფენას ნახავთ, რომლებიც მშვიდობიანად ცხოვრობენ ერთმანეთის გვერდით, ეს ფაქტია” – თქვა პრეზიდენტმა რუსულ მედისათან ინტერვიუს დროს.

სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლიდან მიმდინარეობს. კონფლიქტის ძირითადი მონაწილეები არიან სამთავრობო ძალები, რომლებიც პრეზიდენტ ასადს უჭერენ მხარს, ზომიერი ოპოზიცია და ისლამისტური დაჯგუფებები.

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძის მხრიდან დასმული კითხვები იყოს პასუხგაცემული, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე პროკურატურის მხრიდან
შემდეგი სტატიაკათოლიკე მღვდელი ბავშვთა პორნოგრაფიის გამო ციხეში ჩასვეს