“კონფლიქტი მიდიოდა სარალიძესა და გ.ჯ.-ს შორის”

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის საქმის პროკურორის უსმენენ. ზვიად ფხაკაძე კომისიის წევრებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს აცნობს.

ფხაკაძე სხდომაზე კომისიის წევრებს ფოტომასალასაც აცნობს, რომელიც მკვლელობის ადგილზე არის გადაღებული.

პროკურორის განცხადებით, თავდაპირველად მოზარდები შესარიგებლად წავიდნენ, თუმცა პროცესში დავით სარალიძესა და გ.ჯ-ს შორის შელაპარაკება მოხდა, რასაც გინება მოჰყვა.

“როგორც გ.ჯ. ამბობს დავით სარალიძემ შეაგინა და მოჰყვა სიგარეტის სროლა,”-აცხადებს ფხაკაძე.

მისივე თქმით, ამ ფაქტის შემდეგ მოხდა შეხლა-შემოხლა, რის შემდეგაც მოზარდებმა ფარდულთან გადაინაცვლეს.

“კონფლიქტი მიდიოდა დათო სარალიძესა და გ.ჯ.-ს შორის”-განაცხადა პროკურორმა.

ზვიად ფხაკაძის თქმით, კონფლიქტი ხორავას ქუჩაზე სამ ლოკაციაზე მიმდინარეობდა. დავით სარალიძეს ჭრილობები არასრულწლოვანმა გ.ბ. მიაყენა.

ფხაკაძის თქმით, იმის გამო, რომ საქმე ეხებოდა ეხებოდა არასრულწლოვნებს და პროცესები მიმდინარეობდა დახურულ რეჟიმში, მათ არ ჰქონდათ საშუალება იმისა, რომ საქმის მასალები და ინფორმაცია გაესაჯაროებინათ.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/europeangeorgia.ge/videos/444341889371211/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშიკათოლიკე მღვდელი ბავშვთა პორნოგრაფიის გამო ციხეში ჩასვეს
შემდეგი სტატიაშსს მართლწესრიგის ოფიცრის 365 ვაკანსიაზე განცხადებების მიღებას აცხადებს