კატალონიაში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა მატულობს, ახალი შეზღუდვები დაწესდა

კატალონიაში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობის მატების გამო ახალი შეზღუდვები დააწესეს. უახლესი შაბათ-კვირიდან ღამის კლუბები ისევ დაუხურება, ღია სივრცეში ღონისძიებას მხოლოდ 500 ადამიანი დაესწრება, ყველა მათგანს ტესტი უნდა ჰქონდეს გაკეთებული. “ჩვენ ვერ მოვიტყუებთ თავს, თითქოს ვირუსი დავამარცხეთ” – სამშაბათს რეგიონალური მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა. როგორც ჩინოვნიკმა თქვა, შესაძლებელია ქუჩაში ნიღბების ტარებაც სავალდებულო გახდეს. ნიღბების ქუჩაში ტარების აუცილებლობა ესპანეთში 10 დღის წინ, 26 ივნისს მოიხსნა.

მსოფლიო კოვიდ-19-თან ბრძოლას აგრძელებს. პანდემიის დასაწყისიდან დაავადება 185 მილიონ ადამიანს გამოუვლინდა, 4 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, 169 მილიონი კი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის მესამე ტალღის დასრულების შემდეგ რამდენიმე ქვეყანა უკვე მეოთხე ტალღისთვის ემზადება.

banner
წინა სტატიაშიჩვენ გავიღვიძეთ ქვეყანაში, რომელშიც არ მინდოდა, რომ გამღვიძებოდა
შემდეგი სტატიაკახაბერ კუჭავამ პარალმენტის წინ ევროკავშირის დროშა აღმართა