კასიანოვი – ჩვენ გაკვირვებული ვართ საქართველოში შიდა დისკუსიებით, რომლებიც ეხება ომის პარტიებს და ასევე მეორე ფრონტის გახსნას

ჩვენ გაკვირვებული ვართ საქართველოში შიდა დისკუსიებით, რომლებიც ეხება ომის პარტიებს და ასევე მეორე ფრონტის გახსნას, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.

კასიანოვმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ალექსი არისტოვიჩის განცხადებებს შეეხებოდა.

კითხვაზე, ალექსი არისტოვიჩი რამდენიმე დღის განმავლობაში კრიტიკულად გამოდის საქართველოს მიმართ, ერთ-ერთ განცხადებაში ის მოუწოდებს საქართველოს, გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიები და თქვენი აზრით, მოვიდა ის დრო, როცა ასეთი ქმედებები უნდა განახორციელონ, კასიანოვმა აღნიშნა: „ჩვენ გაკვირვებული ვართ საქართველოში შიდა დისკუსიებით, რომლებიც ეხება ომის პარტიებს და ასევე მეორე ფრონტის გახსნას. ჩვენ გვიკვირს, რადგან უკრაინას არ დაუწყია ომი რუსეთის ფედერაციასთან. უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სხვა პარტია არ არსებობს, არსებობს მხოლოდ გამარჯვების პარტია. ამას ყოველდღე გვიჩვენებენ უკრაინის შეიარაღებული ძალები, უკრაინის უმაღლესი რადა, უკრაინის პრეზიდენტი“.

banner
წინა სტატიაშიკასიანოვი გია ბარამიძესთან დაკავშირებულ კითხვაზე – ვერ ვხედავ ვერც აზრს, ვერც საჭიროებას, კომენტარი გავაკეთო, ვინ სად თქვა და სად მოისმინა
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი – ნატო-ს და ევროკავშირის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ახლა, როცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ჩვენი ძირითადი ღირებულებები გამოწვევის წინაშეა