კარტერული გარიგებები – “უცნობის” და მისი სიძის ბრალდებებზე კონკურენციის სააგენტოს წინასწარი დასკვნა დღეს გახდება ცნობილი

გიორგი გაჩეჩილაძისა და მისი სიძის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტოს წინასწარი დასკვნა დღეს უნდა გახდეს ცნობილი. ადვოკატის ინფორმაციით, სააგენტომ “სიტროენ ჯორჯიას” საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და დღეიდან მოკვლევასაც იწყებს.
„ეს არის პირველი გამარჯვება „სიტროენ ჯორჯიასი“. თუნდაც ის, რომ ასეთ მნიშვნელოვან და ასეთ გახმაურებულ საქმეზე მისი საჩივარი თუნდაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოკვლევაც, რომელიც გულისხმობს უკვე უშუალოდ ეკონომიკური აგენტების დაკითხვას, ექსპერტიზების ჩატარებას, უფრო ღრმად შესწავლას იმ გარემოებების, რაზეც “სიტროენ ჯორჯია” მიუთითებდა თავის საჩივარში, ჩატარდება ობიექტურად,“ – განაცხადა გიორგი შარაშიძის ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ.
დღესვე, განცხადების გაკეთებას გეგმავს გიორგი შარაშიძე.

banner
წინა სტატიაში“ბახალას” განაჩენს ადვოკატი გაასაჩივრებს
შემდეგი სტატიაბექა წიქარიშვილის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს