ბექა წიქარიშვილის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრმა ბექა წიქარიშვილმა ღამე წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარა. მის საქმეს სასამართლო დღეს განიხილავს.
წიქარიშვილი გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მას შემდეგ დააკავეს, რაც სასამართლოს შესასვლელი კარის მინა ჩაამსხვრია – პროტესტი გიორგი გიორგანაშვილის განაჩენის გამოცხადებას მოჰყვა. მასთან ერთად დააკავეს მსახიობი თორნიკე ბზიავაც, თუმცა ის 500 ლარიანი ჯარიმით გუშინვე გათავისუფლდა.
“თეთრი ხმაურის მოძრაობა” კი, ხვალ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას აანონსებს. მოთხოვნათა შორის გიორგი გიორგანაშვილის გათავისუფლებასთან ერთად, არის ბექა წიქარიშვილის მიმართ აღძრული საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლა, რათა ის სისხლის სამართლიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გადავიდეს

banner
წინა სტატიაშიკარტერული გარიგებები – “უცნობის” და მისი სიძის ბრალდებებზე კონკურენციის სააგენტოს წინასწარი დასკვნა დღეს გახდება ცნობილი
შემდეგი სტატიანაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა