“ბახალას” განაჩენს ადვოკატი გაასაჩივრებს

გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. გიორგანაშვილს უფლებადამცველი დღეს გლდანის ციხეში მოინახულებს.
“ჩვენ შევძლებთ იმის დადასტურებას, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით შეკრებილი მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ გიორგი გიორგანაშვილის ბრალეულობას,“ – განაცხადა ადვოკატმა გიორგი მახარაძემ.
მსახიობი 2017 წლის იანვარში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს და რამდენიმე თვიანი პატიმრობის შემდეგ გირაოთი დროებით გათავისუფლდა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში მამაკაცი დაჭრეს
შემდეგი სტატიაკარტერული გარიგებები – “უცნობის” და მისი სიძის ბრალდებებზე კონკურენციის სააგენტოს წინასწარი დასკვნა დღეს გახდება ცნობილი