კარლ ჰარცელი – ევროკავშირი გამოიჩენს ყურადღებას, რომ ნახოს, შესაძლებელი იქნება თუ არა მტკიცებულების პოვნა, ვინ დგას კიბერშეტევის უკან

ევროკავშირი გამოიჩენს ყურადღებას, რომ ნახოს, შესაძლებელი იქნება თუ არა მტკიცებულების პოვნა, ვინ დგას კიბერთავდასხმის უკან, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მსგავსი თავდასხმების რისკი არ უნდა იყოს უგულვებელყოფილი.

„კიბერშეტევა ძალიან აღმაშფოთებელი იყო როგორც ჩემთვის, ასევე სხვებისთვის. ეს არ იყო პირველი კიბერშეტევა, რომელიც ბოლო თვეებში საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდა.

როგორც ყოველთვის, ასეთ ვითარებაში ყველა დააკვირდება სიტუაციას, მათ შორის ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გამოიჩენენ ყურადღებას, რომ ნახონ, შესაძლებელი იქნება თუ არა მტკიცებულებების პოვნა ამ თავდასხმის უკან მდგომი ორგანიზატორებისა და მათი მიზნის შესახებ.

ვფიქრობ, ეს კიბერთავდასხმა ნათლად გვახსენებს, ამ ძალიან მნიშვნელოვან ასპექტებს, მათ შორის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მსგავსი თავდასხმების რისკი არ უნდა იყოს უგულვებელყოფილი. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ ფხიზლად. ევროკავშირი და საქართველოს ბევრი სხვა პარტნიორი კიბერუსაფრთხოების ასპექტებზე იმუშავებს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა: FBI მხოლოდ შტატებში მომხდარ სისხლის სამართლის საქმეებს იძიებს
შემდეგი სტატიაკარლ ჰარცელი -მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას, იფიქროს ჰუმანიტარულ პრობლემებზე და ოძისის გამშვები პუნქტი გახსნას