პროკურატურა: FBI მხოლოდ შტატებში მომხდარ სისხლის სამართლის საქმეებს იძიებს

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართვა იმიტომ ვერ მოხდა, რომ FBI მხოლოდ შტატების ტერიტორიაზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს იძიებს.

პროკურორის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ჩატარების უფლება მხოლოდ და მხოლოდ ქართულ მხარეს გააჩნია.

“ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ფედერალური ბიუროს წარმომადგენელთან ატაშესთან, რომლისგანაც მივიღეთ განმარტება, რომ ამერიკის ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები იძიებენ მხოლოდ შტატების ტერიტორიაზე მათთან დაკავშირებულ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს. შესაბამისად, ჩვენს ტერიტორიაზე მოქმედი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ჩატარების უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ ქართულ მხარეს და ჩვენ ვატარებთ ამ საქმეზე სრულყოფილ და ობიექტურ გამოძიებას”, – აცხადებენ პროკურატურაში.

banner
წინა სტატიაშიბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე წამლები
შემდეგი სტატიაკარლ ჰარცელი – ევროკავშირი გამოიჩენს ყურადღებას, რომ ნახოს, შესაძლებელი იქნება თუ არა მტკიცებულების პოვნა, ვინ დგას კიბერშეტევის უკან