“კარგი თანამშრომლობა შედგა” – წულუკიანი ქარდავას საქმეზე

მთავარი პროკურატურა აგრძელებს სამართლებრივ ნაბიჯებს, რომ მეგის ქარდავას ექსტრადირება წარმატებით განხორციელდეს – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, მეგის ქარდავას საქმეზე უკრაინულ მხარესთან კარგი თანამშრომლობა შედგა.

“კარგი თანამშრომლობა შედგა , მთავარი პროკურატურა აგრძელებს სამართლებრივ ნაბიჯებს, რომ წარმატებით მოხდეს ექსტრადირება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში გუშინ დააკავეს. ინფორმაციას ოფიციალურად უკვე დაადასტურა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ.

ქარდავას წინააღმდეგ საქართველოში 9 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. აქედან, 5-ზე განაჩენი უკვე დამდგარია და ქარდავას სხვადასხვა ვადით, დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული, დანარჩენ 5-ზე კი სასამართლო განხილვები ამჟამად მიმდინარეობს.

ქარდავა მსჯავრდებულია შემდეგ საქმეებზე:

ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები და მისჯილი აქვს 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებულია პატიმართა წამების საქმეზე (ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე), სსკ-ს 1441 მუხლის მეორე ნაწილით. მისჯილი აქვს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებულია ე.წ „კასრების“ საქმეზე, საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ზ“და „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებული ბ.რ.-ს წამების საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტით და მისჯილი აქვს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებულია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“, ,,ზ“ ქვეპუნტებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ამჟამად საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დაუსწრებლად იხილება მ.ქარდავას ბრალდების ოთხი სისხლის სამართლის საქმე:

სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმე, საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

ელდარ ქობალიას, კობა მატკავას და მერაბ ყოლბაიას წამების საქმე, საქართველოს სსკ-ის 1441 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, „დ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით;

საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეობის დროს ჩადენილი მალხაზ არქანიას წამების საქმე, სადაც ბრალდებულია საქართველოს სსკ 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით;

ელბერდ კობერიძის თავისუფლების აღკვეთისა და წამების საქმე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“, ასევე მე-3 ნაწილით.

banner
წინა სტატიაშიმერაბიშვილი ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარია – ხატია დეკანოიძე
შემდეგი სტატიასტრასბურგის გადაწყვეტილება ვერ იქნება მერაბიშვილის გათავისუფლების მიზეზი – წულუკიანი