მერაბიშვილი ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარია – ხატია დეკანოიძე

“ნაციონალურ მოძრაობაში” პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის ხელისუფლების მხრიდან დროზე ადრე გათავისუფლების არ სჯერათ.
როგორც ხატია დეკანოიძემ თქვა, მერაბიშვილი ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარია.

“ძალიან სამწუხაროა რომ საქართველოში კვლავ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ არ დაასრულა. ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია, ამიტომ მეეჭვება ის თავისუფლებაზე აღმოჩნდეს”- აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

მერაბიშვილის შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაცუია გუშინ გავრცელდა. მოგვიანებით, სასჯელაღრულების სამინისტრომ ვანო მერაბიშვილის ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობა უარყო.

banner
წინა სტატიაში“განხილვას ექვემდებარება, კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება”- ბესელია მერაბიშვილის შესაძლო გათავისუფლებაზე
შემდეგი სტატია“კარგი თანამშრომლობა შედგა” – წულუკიანი ქარდავას საქმეზე