სტრასბურგის გადაწყვეტილება ვერ იქნება მერაბიშვილის გათავისუფლების მიზეზი – წულუკიანი

როგორიც არ უნდა იყოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე, ეს ვერ იქნება მისი გათავისუფლების მიზეზი- აცხადებს იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანის თქმით, სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი სარჩელი ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის ეპიზოდს ეხება, ამჟამად კი ვანო მერაბიშვილი წინასწარ პატიმრობაში აღარ იმყოფება.

„ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი არის განხილვის საკითხი და არის პროცედურები. სპეკულაციები არ შეიძლება. სასჯელაღსრულების სამინისტრომაც ნათელი განცხადება გაავრცელა. მე არ მგონია, რომ პოლიტიკოსებმა განცხადებები უნდა აკეთონ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში ჩვენც ვართ, თუმცა როგორიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება, ეს ვერ იქნება გათავისუფლების მიზეზი. სტრასბურგში საქმე ეხება პატიმრობის ეპიზოდს და ვანო მერაბიშვილი ამჟამად აღარ არის პატიმრობაში“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაში“კარგი თანამშრომლობა შედგა” – წულუკიანი ქარდავას საქმეზე
შემდეგი სტატია“ვასაჩივრებთ ცესკო-ს ხელმოწერილ შემაჯამებელ ოქმებს და მოვითხოვთ მის ბათილობას”- “ნაციონალური მოძრაობა”