კარასინი: აღშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების მოქმედებების გამო

აღშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების მოქმედებების გამო, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკურმა ძალებმა მართლმადიდებელი სახელმწიფოების გამაერთიანებელი, მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი ანტირუსული განწყობების დემონსტრირებისთვის გამოიყენეს.

„მათი აგრესიული მოქმედებების გამო, ასამბლეის წევრი 25 ქვეყნის წარმომადგენელი დეპუტატები იძულებული გახდნენ, ვადამდე ადრე დაესრულებინათ მუშაობა“, – აღნიშნა კარასინმა.

ამასთან, რუსი დიპლომატი ამბობს, რომ განვითარებული მოვლენების მიუხედავად, მოსკოვი მზადაა, გააგრძელოს მუშაობა რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზაციის მიმართულებით.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია კახა კალაძის განცხადებას უტიფარს უწოდებს
შემდეგი სტატიაზვიად გამსახურდიას სავარძელში დღეს იჯდა ჯალალედინი