კარასინი-აბაშიძე რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე იმსჯელებენ

საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესაძლებლობა იქნება ის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რაზეც ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინთან ერთად პრაღაში იმსჯელებს.

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, დეტალები სწორედ ამ შეხვედრაზე დაზუსტდება, სავარაუდოდ ისიც მოსახლეობის რომელ კატეგორიას შეეხება უვიზო მიმოსვლა.

სავიზო რეჟიმის გარდა ზურაბ აბაშიძის თქმით, ასევე განიხილება ძირითადად სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო საკითხები. საუბარი შეეხება ჯაშუშების გადმოცემის საკითხსაც.

რაც შეეხება გაზპრომს, აბაშიძის განცხადებით, კარასინთან არ აპირებს ამ საკითხის განხილვას. შეხვედრა ხვალ გაიმართება.

banner
წინა სტატიაში“საქართველო, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გზაჯვარედინზე, ევროპისთვის აზიის კარიბჭეა”
შემდეგი სტატიაIDFI უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ხელფასების მონაცემებს აქვეყნებს