IDFI უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ხელფასების მონაცემებს აქვეყნებს

მილიონ 400 ათას ლარზე მეტი შეადგინა 2014 წლის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებამ, სახელფასო დანამატის ჩათვლით.

2015 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით კი ეს თანხა დაახლოებით მილიონ 124 ათასი ლარია. ამ მონაცემებს უწყებიდან გამოთხოვილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით IDFI აქვეყნებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, პრემიებსა და დანამატებზე ინფორმაცია უწყებიდან მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრეს საბჭოს ქმედება, რომელმაც უარი განუცხადა მიეწოდებინა ინფორმაცია თანამდებობის პირთა პრემიებისა და დანამატების შესახებ.

ორგანიზაციის შეფასებით, 2014 წლიდან საჯარო დაწესებულებებში პრემიების გაცემის პრაქტიკა დანამატების გაცემის პრაქტიკამ ჩაანაცვლა.

banner
წინა სტატიაშიკარასინი-აბაშიძე რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე იმსჯელებენ
შემდეგი სტატიადავით ნარმანია ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატურებს წარადგენს