კარანტინში მოთავსებულთა რიგებშია ორსული ქალბატონი და მცირეწლოვანი ბავშვები

27-29 მარტს სამეგრელოში სტუმრად მყოფ ახალგაზრდა მამაკაცს კორონავირუსი დაუდგინდა. ადამიანები ვისთანაც სამეგრელოში ყოფნის დროს მამაკაცს პირველადი უშუალო კავშირი ქონდა საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. ეპიდემიოლოგებმა პირველადი კონტაქტის მქონე 17 პიროვნება გამოიკვლეს, ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის თანამშრომლებმა საკარანტინო ზონაში მოათავსეს. კარანტინში მოთავსებულთა რიგებშია ორსული ქალბატონი და მცირეწლოვანი ბავშვებია. საკარანტინო სივრცეში მოთავსებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები გააკონტროლებენ. პირები ვისთანაც ინფიცირებულს უშუალო კავშირი არ ქონია ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში რჩებიან, მათ მედიკოსები დააკვირდებიან. 54 პირი არის სულ აქედან პირველადი, ხოლო 23, ანუ ვისანაც უშუალო ქონდა შეხება ჰქონდა ამ სპირტსმენს.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძემ წალენჯიხაში ნამყოფი სპორტსმენის შესახებ ისაუბრა
შემდეგი სტატიაკახა მიქაია სამეგრელოს მოსახლეობას მიმართავს