ეკატერინე ტიკარაძემ წალენჯიხაში ნამყოფი სპორტსმენის შესახებ ისაუბრა

„რაც შეეხება პერსონალურ ინფორმაციებს, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ პერსონალური ინფორმაცია არ გავცეთ, თუმცა ეპიდემიოლოგებს კლასტერი აქვთ მოძიებული, კლასტერის კვლევა მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის, დადგენილი არის როგორც წყარო, ასევე იმ შესაძლო პირთა რიცხვი, რომელიც შეიძლება იყოს ინფიცირებული. ისინი იმყოფებიან მეთვალყურეობის ქვეშ და რამდენიმე დღეში უფრო მეტად დეტალური ინფორმაცია გვეცოდინება ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ  ახლგაზრდა მამაკაცს, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა.”თაიმერის” ინფორმაციით, მას რამდენიმე სოფლის მოსახლეობასთანაც ჰქონდა ურთიერთობა. ამ წუთისთვის მიმდინარეობს დაავადებულის კონტაქტების შესწავლა.

 

banner
წინა სტატიაშირელიგიურმა რიტუალებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ვირუსის გავრცელებას – ცერცვაძე
შემდეგი სტატიაკარანტინში მოთავსებულთა რიგებშია ორსული ქალბატონი და მცირეწლოვანი ბავშვები