კახა მიქაია სამეგრელოს მოსახლეობას მიმართავს

გიხაროდენ!!!“ძვირფასო მეგობრებო!
საქვეყნოდ ცნობილია, რომ სამეგრელო და მისი მოსახლეობა ყოველთვის გამოირჩეოდა სახელმწიფოებრივი აზროვნებით, ასევე, განსაკუთრებული სისუფთავით და ჰიგიენურობით.

ჩემო კარგებო!
ბოლო ფაქტები, რასაც ადგილი ჰქონდა სამეგრელოს ტერიტორიაზე, ის ზერელე დამოკიდებულება არსებული მძიმე გარემოებებისადმი, რაც კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს უკავშირდება, კიდევ ერთხელ გვაკისრებს დაფიქრებას და სრულ მობილიზებას, რათა სამეგრელოში კიდევ უფრო არ დამძიმდეს ვითარება და დიდი საფრთხის წინაშე არ აღმოვჩნდეთ ყველანი ერთად!!!

აქვე მინდა აღვნიშნო სამეგრელოს ხელისუფლების მართლაც თავდაუზოგავი მუშაობა და მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს!

იმედია, ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენი მშობლიური კუთხე თავის ღირსეულ წვლილს შეიტანს მთელ საქართველოსთან ერთად ვირუსის საბოლოო დამარცხებაში!

გლობალური გამოწვევის პირობებში, აუცილებელია, გავიაზროთ, რომ ამ ბრძოლაში ნებისმიერი ჩვენთაგანის პასუხისმგებლობა და თვითშეგნება უმნიშვნელოვანესია.

გადავარჩინოთ ჩვენი და ჩვენ ირგვლივ მყოფთა სიცოცხლე!!!

დარჩით სახლში!”-ნათქვამია კახა მიქაის მიმართავაში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.

banner
წინა სტატიაშიკარანტინში მოთავსებულთა რიგებშია ორსული ქალბატონი და მცირეწლოვანი ბავშვები
შემდეგი სტატიამარაგები დღეს საქართველოში იმაზე მეტია, ვიდრე საკმარისი