“კაპოტზე ქეიფით საჯაროდ დემონსტრირებას და მავნე ზეგავლენას ახდენს” – ქუცნაშვილი მეჭიაურზე

თიანეთში მომხდარი მკვლელობის ხელშეწყობაში მმართველი გუნდის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, ირიბად, თუმცა მაინც თიანეთის მერს, თამაზ მეჭიაურს ადანაშაულებს.

მაჟორიტარი დეპუტატი ამტკიცებს, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის მიერ ალკოჰოლის მოხმარება და ქუჩაში კაპოტზე ქეიფია მიზეზი, რის გამოც თიანეთში სიმთვრალეში ჩადენილი დანაშაულები გახშირდა.

„დანაშაული ჩადენილია სიმთვრალეში, რაც ჩემთვის ძალიან საგანგაშოა. როცა მე გამოვდიოდი და საჯაროდ ვაკრიტიკებდი საჯარო სივრცეში ალკოჰოლური თრობის საწინააღმდეგო კამპანიას და ბევრი იუმორიც ხვდებოდა ამას, რომ კაპოტზე ქეიფის პროპაგანდირება, ეს ჩვეულებრივი ამბავია, სახუმარო ამბავია და არასერიოზული ამბავი, მე მგონი ყველა დარწმუნდება სამწუხაროდ რა მძიმე შედეგები გამოიღო ამ მავნე ზეგავლენის ცხოვრების პროპაგანდირებამ, იმიტომ, რომ როცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი კაპოტზე ქეიფით საჯაროდ დემონსტრირებას და მავნე ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაზე და ყველამ იცის, რომ ჯიბით ატარებს კონიაკს, როცა სამუშაო კაბინეტში წიგნის ნაცვლად სავსეა ალკოჰოლური სასმელებით, ეს არის მავნე ზეგავლენის პირდაპირი პროპაგანდირება,“- აცხადებს ქუცნაშვილი.

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძის განცხადებით, პოლიციელი დაკავებით ემუქრება
შემდეგი სტატია“ჩათვალა, რადგან ღორის წელიწადია ყველაფერი ეპატიება, რადგანაც ქუცუნას ეძახიან”