“ჩათვალა, რადგან ღორის წელიწადია ყველაფერი ეპატიება, რადგანაც ქუცუნას ეძახიან”

თიანეთის მერი თამაზ მეჭიაურია, მმართველი გუნდის დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ქუცნაშვილმა მეჭიაური დანაშაულის ხელშეწყობაში დაადანაშაულა.

მაჟორიტარი დეპუტატი ამტკიცებს, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის მიერ ალკოჰოლის მოხმარება და ქუჩაში კაპოტზე ქეიფია მიზეზი, რის გამოც თიანეთში სიმთვრალეში ჩადენილი დანაშაულები გახშირდა.

მეჭიაურმა ქუცნაშვილის განცხადებას უზნეო უწოდა და თქვა, რომ ის სხვისი ტრაგედიით სარგებლობს.

“ამ სულიერმა ჩათვალა, რომ რადგანაც ღორის წელიწადია მას ყველაფერი ეპატიება, რადგანაც ქუცუნას ეძახიან. ჰოდა, ალბათ ასეც არის, მაგრამ დაავიწყდა, რომ ღორის წელია რომაა, ტახის წელიწადია და არა მისნაირი გოჭების. აქედან გამომდინარე სჯობს, რომ არ ისარგებლოს ბოროტად სხვისი ტრაგედიით და ყველაფერი სხვას არ გადააბრალოს, მით უფრო, რომ იმ არეალში, სადაც ის დეპუტატად წოდებულია არც თუ ისე დიდი ხნის წინ ამერიკელების ოჯახი ამოწყვიტეს და მე მგონი უზნეობა იქნებოდა ჩემი მხრიდან, რომ მისთვის დამებრალებინა ეს ყველაფერი. გაკოტრებულია როგორც პოლიტიკოსი და ახლა ასეთი რაღაცეებით უნდა მიიპყროს ყურადღება. ჯერ დაბორიალობს პოლიტიკურ სივრცეში ისე, რომ ვერ გაურკვევია სად არის. კაპოტზე მაშინაც მქონია და მომავალშიც, თუ ექიმები დამრთავენ ნებას, საერთოდ, კაი ხანია აკრძალული მაქვს, 50 გრამზე მეტ კონიაკს ვერ ვსვამ.მის ჯინაზე კიდევაც გავშლი. მისგან განსხვავებით კაპოტზე უამრავ პროექტზე გვაქვს ხელი მოწერილი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული. ასე რომ, მისნაირი კაცუნების გადასაწყვეტი არ არის მე რას გავაკეთებ,”-განაცხადა მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაში“კაპოტზე ქეიფით საჯაროდ დემონსტრირებას და მავნე ზეგავლენას ახდენს” – ქუცნაშვილი მეჭიაურზე
შემდეგი სტატიარუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განმარტავენ, რომ კარანტინის მოქმედების ვადა დამოკიდებულია გრიპის ვირუსის გავრცელების დინამიკაზე