კაპანაძე კობახიძეზე: ბიძინამ დაიბარა და ბოლომდე დაძაბეთო, დაავალა

“ან ბოლომდე გაგიჟდა, ან გუშინ ბიძინამ დაიბარა და ბოლომდე დაძაბეთო, დაავალა, ან ორივე”, – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს ლიდერი, სერგი კაპანაძე ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგს და პარტიის გადაწყვეტილებას, რომ მანდატებს გაუუქმებს მათ, ვინც ამას მოითხოვს.

იგი ირაკლი კობახიძის განცხადებას “არაადეკვატურს” უწოდებს და ამბობს, რომ ამ ყველაფრის შემდეგ პარლამენტში შესვლა კიდევ უფრო “სიგიჟეა”.

“კობახიძემ:

ნაცებს რეაგისტრაციას გავუუქმებთო;
პარლამენტში ვინც არ შევა, დავუკმაყოფილებთ მოთხოვნასო;
არჩევნები არ გაყალბებულაო;
პარტიებს დაფინანსებას არ მივცემთო;
საარჩევნო რეფორმას მაინც გავატარებთ, შემოხვალთ, თუ არ შემოხვალთო;
ჩვენვე შევქმნით დროებით კომისიასო და თუ ჩვენივე კომისია ჩვენს მიერვე არჩევნების გაყალბებას დაადგენსო, მაშინ ჩავატარებთ ახალ არჩევნებსო.
ან ბოლომდე გაგიჟდა, ან გუშინ ბიძინამ დაიბარა და ბოლომდე დაძაბეთო, დაავალა, ან ორივე. აი, ამ არაადეკვატურების ხელშია ქვეყნის ბედი. აი, ამ ყველაფრის შემდეგ ამ პარლამენტში შესვლა, როგორი სიგიჟეა, ხვდებით ხომ?”, – წერს სერგი კაპანაძე Fაცებოოკ-ის გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება გიორგი გახარია, რომელიც გუნდს თავად დაასახელებს
შემდეგი სტატიაკობახიძე – გიგი უგულავას ურჩევნია, თავისი გაპარსული თბილისის ბიუჯეტი დააბრუნოს