ირაკლი კობახიძე: პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება გიორგი გახარია, რომელიც გუნდს თავად დაასახელებს

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია იქნება.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტია ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია ოფიციალურად დასახელდება როგორც კი მეათე მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება.

„უკვე დიდი ხანია, რაც ეს დავაანონსეთ. მთავრობის შემადგენლობის დაკომპლექტება არის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება და მის პოზიციას უნდა დაველოდოთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ საკითხზე პარტიული კონსულტაციებიც შედგება“, – განაცხადა კობახიძემ.

მეათე მოწვევის პარლამენტს აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის ნდობის გამოცხადება მოუწევს. კონსტიტუციის მიხედვით, ახალარჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობა პარლამენტის წინაშე უფლებამოსილებას იხსნის და ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.

პროცედურით, მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში პარლამენტი ნდობას უცხადებს საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – მათი ეთერიდან, ტროლებისა და ბოტების საქმიანობიდან ტერორიზმი ძალიან კარგად ჩანს
შემდეგი სტატიაკაპანაძე კობახიძეზე: ბიძინამ დაიბარა და ბოლომდე დაძაბეთო, დაავალა