კობახიძე – გიგი უგულავას ურჩევნია, თავისი გაპარსული თბილისის ბიუჯეტი დააბრუნოს
სხვა სტატიები
- “დღეს არის გადამწყვეტი ბრძოლა ზურაბ ადეიშვილის ნარჩენებისგან” – გასაუბრება მოსამართლეებთან
- ირაკლი შონია – საქართველოს პატრიარქმა ჯერ კიდევ ადრე მიმართა გიორგი გახარიას -“დიდი ხანი არ არის, რაც შინაგან საქმეთა მინისტრი ბრძანდებით და უკვე მოიპოვეთ ხალხის ნდობა და პატივისცემა!”
- ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გავლენები მოიპოვონ სასამართლოში და ყველაფერს კადრულობენ, მათ შორის ტალახის სროლას თავისი კოლეგების მიმართ
გიგი უგულავას ურჩევნია, თავისი გაპარსული თბილისის ბიუჯეტი დააბრუნოს, – ამის შესახებ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით კობახიძემ უპასუხა პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას იმ განცხადებას, სადაც უგულავამ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრისას თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში ოპოზიცია არ შევა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მარტო იქნებიან, ირაკლი კობახიძემ თავი გადაიპარსოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თავად გადაიპარსავს.
„პრინციპში, გიგი უგულავას ურჩევნია, თავისი გაპარსული თბილისის ბიუჯეტი დააბრუნოს, თბილისის მოსახლეობას დაუბრუნოს“, – აღნიშნა კობახიძემ.