კანთში „საბჭოთა კოლმეურნეობის“ მაღაზიის შენობაში განთავსებული სკოლას ახალი შენობა ექნება-ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, 29 სკოლიდან 18 სკოლაზე პროექტირებისა და მშენებლობის ტენდერი უკვე გამოცხადდა.

მათივე ინფორმაციით, ტენდერი 5 რეგიონში ასაშენებელ სკოლებზე გამოცხადდა. ეს სკოლებია: ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორას საჯარო სკოლა, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორთუბნის საჯარო სკოლა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლა, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშის საჯარო სკოლა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალის საჯარო სკოლა, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთარაშენის საჯარო სკოლა.

ახალ სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება და სკოლის მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას. ყველა სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

გარდა ახალი სკოლების მშენებლობისა, მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, დაგეგმილი აქვს ათეულობით სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება.

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ კანთში სკოლა „საბჭოთა კოლმეურნეობის“ მაღაზიის შენობაში ფუნქციონირებს. საგანმანათლებლო დაწესებულება მაღაზიაში 2011 წელს განთავსდა მას შემდეგ, რაც მოსწავლის დაუდევრობის შედეგად სკოლის შენობა მთლიანად დაიწვა.

დაწესებულება, სადაც ახლა საბაზო სკოლა ფუნქციონირებს, კერძო საკუთრებაა, თუმცა აქამდე მფლობელს სკოლისთვის ფართი უსასყიდლოდ ჰქონდა დათმობილი, წელს კი რესურცენტრმა მასთან ხელშეკრულება გააფორმა და ყოველთვიურად იჯარის თანხას გადაუხდის.

სკოლაში, სადაც 3 კლას-კომპლექტია, გაკვეთილები ნაჭრებით გაყოფილ ოთახებში ტარდება. შენობა სულ ოთხი ოთახისგან შედგება. აქ 19 მოსწავლეს 12 მასწავლებელი ასწავლის.

banner
წინა სტატიაშიარ არის ჩვენთან ისეთი ვერტიკალი, ხელების გადაგრეხა ხდებოდეს გუნდში დარჩენაზე ან წასვლაზე
შემდეგი სტატია“ანი განსაკუთრებული იყო… ლამაზი, ძალიან ლამაზი” – დათო ლიკლიკაძე თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად დაღუპულ 20 წლის გოგოზე