არ არის ჩვენთან ისეთი ვერტიკალი, ხელების გადაგრეხა ხდებოდეს გუნდში დარჩენაზე ან წასვლაზე

ყველა ნაბიჯი, რომელიც გადადგმული იქნება ნებისმიერი დეპუტატის თუ პოლიტიკური ძალის მხრიდან, უნდა ემსახურებოდეს საქართველოს ინტერესს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე დეპუტატის მხრიდან განსხვავებული პოზიციების გამო საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებაში ტრაგედიას ვერ ხედავს.

„არ არის ჩვენთან ისეთი ვერტიკალი, რომ წასვლის მსურველისთვის ხელების გადაგრეხა ხდებოდეს, არც დარჩენაზე, არც წასვლაზე. ყველა არის თავისუფალი თავის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში. ერთი რამ ვიცი, რომ ქვეყანა არ უნდა დაზარალდეს ამით. ყველა ნაბიჯი, რომელიც გადადგმული იქნება ნებისმიერი დეპუტატის თუ პოლიტიკური ძალის მხრიდან, უნდა ემსახურებოდეს საქართველოს ინტერესს. ეს არის ჩემთვის ამოსავალი წერტილი, ამიტომ ვფიქრობ, უმრავლესობის სიმყარეს რაიმე ტიპის საფრთხე არ ემუქრება, თუმცა დეპუტატებს რომ საკუთარი მოსაზრებები აქვთ სხვადასხვა საკითხზე და ამის გამო დატოვეს უმრავლესობის რიგები, ამაში რაიმე განსაკუთრებულ პოლიტიკურ ტრაგედიას ვერ ვხედავ“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ვიზიტი აზერბაიჯანში – სალომე ზურაბიშვილი კახის რაიონის საშუალო სკოლას ესტუმრა
შემდეგი სტატიაკანთში „საბჭოთა კოლმეურნეობის“ მაღაზიის შენობაში განთავსებული სკოლას ახალი შენობა ექნება-ტენდერი გამოცხადდა