კანონის ფარგლებში ყველა პარტიას აქვს არსებობის უფლება – კალაძე “ალტ ინფოს” აკრძალვაზე

თავმჯდომარე კობახიძის მსგავსად, მოძალადე ალტ ინფოსა და ენმ-ს ერთმანეთთან აიგივებს მერი კალაძეც და ამბობს, რომ თუ პოლიტიკური პარტიის ქმედებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მისი აკრძალვა შესაძლებელია და კალაძის თქმით, ეს შეიძლება იყოს ნაციონალური მოძრაობაც:

“არ აქვს მნიშვნელობა, ვინ, რომელ პარტიას წარმოადგენს. თუ მათი ქმედებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, კანონს, ასეთი შეიძლება იყოს “ნაციონალური მოძრაობაც”, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში უნდა განიხილებოდეს ყველაფერი. ჩვენ ხომ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, კანონის ფარგლებში ყველა პარტიას აქვს არსებობის უფლება, მთავარია კონსტიტუციისა და კანონის დაცვა“, – განაცხადა კალაძემ და დაამატა, რომ ქვეყანაში შუღლს ნაციონალური მოძრაობა აღვივებს.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – მესმის, რომ გარკვეული იმედგაცრუებაა ადამიანებში, ვინც 3 ივლისის აქციაზე იყო, იმედს ნუ გაიტეხთ, ოპოზიციურ კოლეგებთან ერთად, ინტენსიურად ვმუშაობთ სამოქმედო გეგმაზე
შემდეგი სტატიარაქვიაშვილი – ორი დღეა, ოპოზიციონერ კოლეგებს ვეკითხები, რა უნდათ, რა პოზიცია უნდა ჩამოვაყალიბოთ და გაგვებუტნენ იმის ნაცვლად, რომ სერიოზული ლაპარაკი დაგვეწყო