ვაშაძე – მესმის, რომ გარკვეული იმედგაცრუებაა ადამიანებში, ვინც 3 ივლისის აქციაზე იყო, იმედს ნუ გაიტეხთ, ოპოზიციურ კოლეგებთან ერთად, ინტენსიურად ვმუშაობთ სამოქმედო გეგმაზე

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე 3 ივლისის აქციაზე მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, გამარჯვების იმედი არ დაკარგონ.

მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ოპოზიციურ კოლეგებთან ერთად, ინტენსიურად მუშაობს საერთო სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაზე, რასაც ახლო მომავალში გააცნობენ.

„ბრძოლის სამომავლო გზას რაც შეეხება, მესმის, რომ გარკვეული იმედგაცრუება არის ადამიანებში, ვინც 3 ივლისის აქციაზე იყო მოსული. გულწრფელად ვთქვათ, რომ ეს ხალხი იყო მოსული, რათა დაწყებულიყო ხელისუფლებიდან ოლიგარქული რეჟიმის ჩამოშორების პროცესი, მაგრამ ვთხოვ ყველას, იმედს ნუ გაიტეხთ, რადგან ჩვენი რწმენა, რომ გავიმარჯვებთ და ჩვენ ვართ მეტნი, ვიდრე ის ფეესბეს მესიჯებით მოლაპარაკე ადამიანები, არის გარანტია, რომ გავიმარჯვებთ. ერთადერთი, რაც იქნება თანამონაწილე და მეგზური „ქართული ოცნების“, ეს არის რწმენის გატეხა ჩვენში. აქედან გამომდინარე, ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ სხვა ოპოზიციურ კოლეგებთან ინტენსიურად ვმუშაობთ საერთო სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაზე. ამას ახლო მომავალში ნამდვილად გაგაცნობთ. ერთ რამეში ვართ დარწმუნებული, დეკემბერში საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს და ამის გარანტია არის მოსახლეობის 90%, რომელიც გულწრფელად იბრძვის ევროპული პერსპექტივისთვის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – ევროპარლამენტარმა გალერმა თქვა, ივანიშვილი თუ პატრიოტია, ქვეყნიდან წავიდოდაო, ამ ადამიანებისთვის პატრიოტი უნდა წავიდეს და ქვეყანა უსამშობლოებს ჩაბარდეთ
შემდეგი სტატიაკანონის ფარგლებში ყველა პარტიას აქვს არსებობის უფლება – კალაძე “ალტ ინფოს” აკრძალვაზე