კანდიდატურის მოხსნის მიუხედავად, სანდრა რულოვსმა ხმათა 28,91% დააგროვა

მეორე ტურის წინ კანდიდატურის მოხსნის მიუხედავად,”ენმ”-ს კანდიდატმა ზუგდიდის 49-ე მაჟორიტარულ ოლქში, სანდრა რულოვსმა ხმათა 28,91% დააგროვა. მისი გვარი საარჩევნო ბიულეტენში მაინც ფიგურირებდა.ცესკო-ს წინასწარი მონაცემების მიხედვით, აღნიშნულ ოლქში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი ედიშერ თოლორაია 71,09%-ით ლიდერობს.
დათვლილია 49 უბნიდან ყველა უბნის მონაცემები.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი არჩევნების პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს
შემდეგი სტატიაარც ერთი ისეთი სერიოზული ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომელსაც არჩევნების შედგებზე გავლენის მოხდენა შეუძლია