არც ერთი ისეთი სერიოზული ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომელსაც არჩევნების შედგებზე გავლენის მოხდენა შეუძლია

გუშინ მთელი დღის განმავლობაში არც ერთი ისეთი სერიოზული ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომელსაც არჩევნების შედგებზე გავლენის მოხდენა შეუძლია- აცხადებს ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია. მისი თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 195 საჩივარია რეგისტრირებული და მათი უმრავლესობა ტექნიკურ-პროცედურულ საკითხებს შეეხება. მოთხოვნათა უმრავლესობა კი, ჟვანიას განცხადებით, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებაა.

”მნიშვნელოვანია, რომ დავების განხილვის პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და კანონის შესაბამისად. ყველა პროცესის დასრულების შემდეგ, საოლქო საარჩევნო კომისიები, არაუგვიანეს მე-11 დღისა, შეაჯამებენ არჩევნების შედეგებს, მაჟორიტარული არჩევნების ნაწილში, ხოლო ცესკო არჩევნებიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა, არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

თამარ ჟვანიამ საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს და ცესკოს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და ამომრჩევლებს მიეცათ საშუალება გამოეხატათ საკუთარი ნება. “მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს, ვინაიდან მათ გამოიჩინეს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მივიდნენ არჩევნების მეორე ტურზე. მადლობას ვუხდი საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ წარმომადგენელს გაწეული საქმიანობისთვის. მათ დიდი ძალისხმევა ჩადეს, რომ პირველ რიგში მაღალ დონეზე მომსახურებოდნენ ამომრჩეველს და, რა თქმა უნდა, პროფესიონალურ დონეზე უზრუნველეყოთ არჩევნების ორგანიზება. მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, მედიას, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ვინაიდან მათ ჩვენთან ერთად ხელი შეუწყვეს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

banner
წინა სტატიაშიკანდიდატურის მოხსნის მიუხედავად, სანდრა რულოვსმა ხმათა 28,91% დააგროვა
შემდეგი სტატიამარნეულში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი ჯერჯერობით არ დასტურდება- ჟვანია