სახალხო დამცველი არჩევნების პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებასთან დაკავშირებით

არჩევნების მიმდინარეობას დადებითად აფასებს სახალხო დამცველი, თუმცა აცხადებს, რომ გამოვლინდა ხარვეზები. სახალო დამცველი ჟურნალისტებისთვის მუშაობის ხელის შეშლასა და მარკირების წესის დარღვევაზე საუბრობს.

უჩა ნანუაშვილის თქმით, ეს დარღვევები სახალხო დამცველის ანგარიშში აისახება, რომელზეც მუშაობა უკვე დღეიდან დაიწყება.

„ვცდილობდით დარღვევის ყველა სავარაუდო ფაქტი გამოგვეკვეთა. დარღვევები არის, მაგალითად 5 კონკრეტული ფაქტი იყო, როდესაც დამკვირვებელზე მოხდა ზეწოლა ან გარკვეული პრობლემები შეექმნათ დამკვირივებლებს. ჟურნალისტთა პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის კონკრეტული ფაქტი გამოვლინდა ასევე, იყო სავარაუდო მოსყიდვის რამდენიმე შემთხვევა. საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის ხარვეზები, მარკირების პროცესში იყო ხარვეზები,“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჭიათურაში ორსართულიანი სახლი დაიწვა – ხანძრის მიზეზი უცნობია
შემდეგი სტატიაკანდიდატურის მოხსნის მიუხედავად, სანდრა რულოვსმა ხმათა 28,91% დააგროვა