კანდიდატურა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობის კიდევ ერთმა მსურველმა მოხსნა

რექტორის არჩევნებამდე 8 დღით ადრე, ​სამცხე–ჯავახეთის​​ სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, პროფესორმა თინათინ გელაშვილმა თქვა უარი არჩევნებში მონაწილეობაზე. თინათინ გელაშვილმა კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადებით საარჩევნო კომისიას დღეს მიმართა. როგორც პირველ არხთან საუბარში, თინათინ გელაშვილი აცხადებს, რომ უნივერსიტეტს პროფესიონალი კადრი არ სჭირდება.

„27 წელია, უნივერსიტეტში ვარ. ბოლო პერიოდში, ძალიან დაიძაბა სიტუაცია, არ იყო გუნდური მუშაობა და გადავწყვიტე, უარი მეთქვა არჩევნებში მონაწილეობაზე. სადაც პროფესიონალები არ სჭირდებათ და ეშიანიათ ახალი გამოწვევების, იქაურობას უნდა გაეცალო. რაც შეეხება დარჩენილ ოთხ კანდიდატს, ვნახოთ, ვინ რა პროგრამას წარმოადგენს. მე მხარს დავუჭერ იმას, ვისაც უნივერსიტეტის უკეთესი განვითარების პროგრამა ექნება. მე ვრჩები უნივერსიტეტში და ვაგრძელებ მუშაობას“, – განაცხადა თინათინ გელაშვილმა.

რექტორის არჩევნები უნივერსიტეტში 31 იანვარს გაიმართება. აკადემიური საბჭოს 8 წევრს არჩევანის გაკეთება 4 კანდიდატს შორის მოუწევთ. ესენი არიან: მაკა ბერიძე, გიორგი მესხი, ცისკარა ზარანდია და რევაზ ზედგინიძე.

გუშინ ასევე გაირკვა, რომ ​სამცხე–ჯავახეთის​​ სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ბერიძემ კანდიდატურა მოხსნა და რექტორის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

banner
წინა სტატიაშითბილისში საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობის ვადამ გადაიწია
შემდეგი სტატიასოფელ მუჟავაში გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახის წევრები ალექსანდრე კვიჟინაძის დაკავებას ითხოვენ