კანდელაკი: სიმართლე ისაა, რომ ნატოში წევრობის საკითხი თავად საქართველოს მიერ არის გაყინული, რაც ივანიშვილის დონეზე მიღებული გადაწყვეტილებაა

„ერთია თანამშრომლობა, ერთია სამხედრო წრთვნები და ასეთი ამბები, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორეა წევრობის პოლიტიკური საკითხი.“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„რუსეთის ფედერაციის დაჟინება იმის შესახებ, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები, არ შეიცვლება, ამას არავინ არ გააუქმებს. ამის გარდა მთავარი საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებში არის ის, რომ საქართველომ დე-ფაქტოდ თავად შეწყვიტა ნატოს წევრობისკენ სწრაფვა. ერთია თანამშრომლობა, ერთია სამხედრო წრთვნები და ასეთი ამბები, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორეა წევრობის პოლიტიკური საკითხი. მთელი ამ წლების განმავლობაში გაიმართა არა ერთი და არა ორი ნატოს სამიტი, რომელსაც წინ არ უძღვოდა არც საჯაროდ, არც არასაჯაროდ არანაირი კამპანია, არანაირი ძალისხმევა საქართველოს მხრიდან, რომ დაერაზმა მეგობრები, განხორციელებულიყო ვიზიტები და ასე შემდეგ, რომ თუნდაც ერთი ნაბიჯი, არა ადვილ, მაგრამ რთულ გზაზე საქართველოს გადაედგა წევრობისკენ. ასე რომ სიმართლე ისაა, რომ ნატოში წევრობის საკითხი თავად საქართველოს მიერ არის გაყინული, ეს არის ივანიშვილის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება და ამ საკითხის გაყინვა საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის მთავარი ღერძია. ესაა სიმართლე იმ სადღეგრძელობის მიღმა, რომელი დღეს შეიძლება წარმოთქვა ღარიბაშვილმა ბრიუსელში ან რომელსაც სხვა ოფიციალური პირები აბრახუნებენ ხოლმე სხვადასხვა დედაქალაქებში.“ – განაცხადა კანდელაკმა

banner
წინა სტატიაშიადვოკატი: ჩვენს თვალწინ შემოტანილი საჭმლის დიდი ნაწილი მიხეილ სააკაშვილმა ვერ მიიღო
შემდეგი სტატიავაშაძე: „ქართული ოცნება” 2- პროცენტიანი ბარიერის წინააღმდეგი არ არის