ადვოკატი: ჩვენს თვალწინ შემოტანილი საჭმლის დიდი ნაწილი მიხეილ სააკაშვილმა ვერ მიიღო

ჩვენს თვალწინ შემოტანილი საჭმლის დიდი ნაწილი მიხეილ სააკაშვილმა ვერ მიიღო და იძულებული იყო ნაწილი გადაეყარა, ნაწილი უკან გაეტანა ექთანს, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„რაც შეეხება კვებას, ჩვენ საკმაოდ დიდი ხანი ვიყავით მასთან და ჩვენს თვალწინ შემოტანილი საჭმლის დიდი ნაწილი მან ვერ მიიღო და იძულებული იყო ნაწილი გადაეყარა, ნაწილი უკან გაეტანა ექთანს. არ ვიცი ამის მკურნალობა როგორ ხდება, მაგრამ ცხადია, რომ ამ მიმართულებით ჯერაც პრობლემები აქვს”, – განაცხადა თუთბერიძემ.

banner
წინა სტატიაშიუგულავა ნატო-ს გზავნილებზე: “ქართული ოცნება” თავის თამაშებშია აბლანდული
შემდეგი სტატიაკანდელაკი: სიმართლე ისაა, რომ ნატოში წევრობის საკითხი თავად საქართველოს მიერ არის გაყინული, რაც ივანიშვილის დონეზე მიღებული გადაწყვეტილებაა