ვაშაძე: „ქართული ოცნება” 2- პროცენტიანი ბარიერის წინააღმდეგი არ არის

„ქართული ოცნება” 2- პროცენტიანი ბარიერის წინააღმდეგი არ არის, გვეუბნებიან, რომ ეს ცვლილება ამოქმედდეს 2024 წლიდან და გავრცელდეს 2028 წელზეც, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„გვინდოდა გაგვეგო, რა უნდა „ქართულ ოცნებას”. ჯერ ბოლომდე ვერ დავადგინეთ სიმართლე გითხრათ. ბარიერის გარდა არის რიგგარეშე არჩევნების საკითხიც. არაფერი პოზიციები არ შეგვიჯერებია, უბრალოდ, გვინდოდა მოგვესმინა საჯარო სივრცის გარეშე, რა უნდა „ქართულ ოცნებას”, რასაც გვეუბნებიან, 2- პროცენტიანი ბარიერის წინააღმდეგი არ არიან და მეორე – ეს ცვლილება რომ ამოქმედდეს 2024 წლიდან და გავრცელდეს 2028 წელზეც. მანამდე იყოს 1- პროცენტიანი ბარიერი და 120/30- ზე პრინციპი,”- განაცხადა ვაშაძემ.ცნობისათვის, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ირაკლი კობახიძეს ხვდებიან.

banner
წინა სტატიაშიკანდელაკი: სიმართლე ისაა, რომ ნატოში წევრობის საკითხი თავად საქართველოს მიერ არის გაყინული, რაც ივანიშვილის დონეზე მიღებული გადაწყვეტილებაა
შემდეგი სტატიაირაკლი კოვზანაძე: 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ეკონომიკის გამოწვევებს და მოსახლეობის საჭიროებებს პასუხობს