კანდელაკი: ნატოში გაწევრიანების საკითხი თავად საქართველოს მიერ არის გაყინული და ეს არის ივანიშვილის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება

„ნატოს არაერთი სამიტი ჩატარდა ამ წლების განმავლობაში, მაგრამ არანაირი რეალური ძალისხმევა იმისთვის, რომ ამ ძალიან რთულ საკითხში წინსვლა ყოფილიყო, ამისთვის საქართველოს რეალური ნაბიჯები არ გადაუდგამს.“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„სიმართლე ისაა, რომ ნატოში გაწევრიანების საკითხი თავად საქართველოს მიერ არის გაყინული და ეს არის ივანიშვილის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება. წლების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო თანამშრომლობა არის ნატოსთან, ნატოში გაწევრიანების პოლიტიკური საკითხი თავად საქართველოს მიერ არის გაყინული. სწორედ ეს წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკის გენერალურ ხაზს. ნატოს არაერთი სამიტი ჩატარდა ამ წლების განმავლობაში, მაგრამ არანაირი რეალური ძალისხმევა იმისთვის, რომ ამ ძალიან რთულ საკითხში წინსვლა ყოფილიყო, ამისთვის საქართველოს რეალური ნაბიჯები არ გადაუდგამს. ასე რომ, სწორედ ეს არის საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრობლემა ასევე იმასთან ერთად, რომ საერთაშორისო დღის წესრიგში, რუსეთ-დასავლეთის ორმხრივ პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს საკითხი თავად საქართველომ გააქრო და ამის დასტურია, ის რომ უმაღლეს დონეზე რუსეთისა და დასავლეთის ლიდერებს შორის გამართულ დისკუსიებში საქართველოს დეოკუპაციის საკითხი პრაქტიკულად აღარ ფიგურირებს. თუ კი თავად საქართველო არ მოახდენს ამ საკითხის წამოჭრას და მეგობრებთან მუშაობას იმისთვის, რომ შემდეგ რუსეთთან წამოჭრან დეოკუპაციის საკითხი, ამას საკუთარი ინიციატივით, რა თქმა უნდა, არავინ არ გააკეთებს.“ – განაცხადა კანდელაკმა

banner
წინა სტატიაშიბოტკოველი სააკაშვილზე: უკვე დაასრულა ეკონომიკური გეგმა და ძალიან მალე წარადგენს თვითონ პირადად
შემდეგი სტატიაენმ-ში პოლიტსაბჭოს სხდომა იწყება – “შეიძლება სტრუქტურულ ცვლილებებზეც ვისაუბროთ”