ენმ-ში პოლიტსაბჭოს სხდომა იწყება – “შეიძლება სტრუქტურულ ცვლილებებზეც ვისაუბროთ”

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” პოლიტსაბჭოს სხდომა იწყება. სხდომის დაწყებამდე პარტიის ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ “მთავარ არხთან” ისაუბრა და თქვა, რომ საბჭოზე სხვადასხვა საკითხები იქნება განხილული, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და პარტიის გაძლიერების შესახებ.

“ჩვენს პარტიას ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს. პირველი, ეს არის მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მუშაობა მისი გათავისუფლების სტრატეგიაზე და მუშაობა იმაზე, როგორ უნდა იყოს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად აღიარებული და ამის ყველა წინაპირობა არსებობს.

მეორე, ეს არის, პარტიის გაძლიერება. მე ვფიქრობ, ის მავნე ტრადიცია, რომელიც არის, რომ წინასაარჩევნოდ ვიმუშაოთ ორი თვით ადრე ამომრჩეველთან უნდა დასრულდეს და სხვა, მრავალმხრივი მუშაობა უნდა დაიწყოს.

მესამე, ეს არის შიდაპარტიული გაძლიერება, მათ შორის, შეიძლება, გარკვეულ სტრუქტურულ ცვლილებებზეც ვისაუბროთ”, – თქვა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიკანდელაკი: ნატოში გაწევრიანების საკითხი თავად საქართველოს მიერ არის გაყინული და ეს არის ივანიშვილის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება
შემდეგი სტატიაენტონი ბლინკენი: ნატო არ შეჭრილა უკრაინაში, ნატო არ შეჭრილა საქართველოში…ეს ყველაფერი რუსეთმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩაიდინა