ბოტკოველი სააკაშვილზე: უკვე დაასრულა ეკონომიკური გეგმა და ძალიან მალე წარადგენს თვითონ პირადად

სააკაშვილს ბევრი გზავნილი აქვს მისი თანამებრძოლების მიმართ და ამ ყველაფერზე “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს სხდომაზე ვისაუბრებთ – სააკაშვილი არის პარტიის დამაარსებელი და მისი განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ იქნება გასათვალისწინებელი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ბოტკოველმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან, ბოტკოველის თქმით, სააკაშვილმა ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობა დაასრულა.

“მიუხედავად ყველაფრისა მიხეილ სააკაშვილი არცერთ დღეს არ ტოვებს, რომ არ ფიქრობდეს და მუშაობდეს ქვეყნის განვითარებაზე. მან უკვე დაასრულა ეკონომიკური გეგმა და ძალიან მალე წარადგენს თვითონ პირადად. ასევე მას აქვს ბევრი გზავნილი მისი თანამებრძოლების მიმართ და ამ ყველაფერზე პოლიტსაბჭოზე ვისაუბრებთ.

არაფერი ცვლილებები არ ხდება. ის არის პარტიის დამაარსებელი და მისი განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ იქნება გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანი”, – განაცხადა ბოტკოველმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი: თანადგომას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ რეზო ამაშუკელის ოჯახს და მთელ საქართველოს
შემდეგი სტატიაკანდელაკი: ნატოში გაწევრიანების საკითხი თავად საქართველოს მიერ არის გაყინული და ეს არის ივანიშვილის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება